შეკვეთისა და დამზადების ეტაპები

კომპანია BEYSAN-MAK -ში წარმოება უკიდურესად მოწესრიგებულია. ჩვენი მიზანია, მომხმარებელი დარჩეს კმაყოფილი. შეკვეთის მიღების შემთხვევაში იდება ოფიციალური ხელშეკრულება და შეკვეთის მოთხოვნა გადაგზავნილ იქნება პროექტების განყოფილებაში. ხელსეკრულებაში ყველაფერია გათვალისწინებული, ყველაფერი რეგისტრირებულია: წარმოებისას გამოსაყენებელი მასალა, სავაჭრო პირობები, ტექნიკური პირობები, რათა ნაწარმის ჩაბარების შემდეგ ცუდ სურპრიზებთან რომ არ მოგიწიოთ შეხვედრა. გარდა ამისა, სახელმწიფო დაფინანსების, საბანკო კრედიტის ასაღებად ბანკში და საიჯარო ფირმებში წარსადგენი პროექტები ჩვენი კომპანიის მიერ უფასოდ მზადდება. ჩვენი პროფესიონალთა გუნდი დაგიმზადებთ პროექტს ობიექტის ასაგები ადგილისთვის. აპარატურისა და აღჭურვილობის მოსათავსებელი ადგილის საძირკვლის, ელექტროობის, წყლის, შეკუმშული ჰაერის მოწყობილობის და სხვა ნახაზები გადაეცემა მომხმარებელს ინფრასტრუქტურის მოსამზადებლად. წარმოებას ვიწყებთ მხოლოდ მას შემდეგ, რაც ბეტონის მოსაპირკეთებელი და ბლოკის დანადგარების ტექნიკურ ნახაზებს წარვუდგენთ მომხმარებელს და მისგან მივიღებთ დასტურს დამზადებაზე. დამზადების ვადა დამოკიდებულია იმაზე, შედუღებულია თუ არა კონსტრუქცია, დამუშავებულია თუ არა, შეღებვაზე, ავტომატურ სისტემაზე. დამზადების პერიოდი შედგება ოთხი ძირითადი ეტაპისგან. წარმოების დასრულების შემდეგ ჩვენი პროფესიონალთა ჯგუფი მომხმარებლის მიერ შეღცეულ ადგილას ააგებს ობიექტს, მომუშავე პერსონალს მისცემს საჭირო ოპერატიულ მითითებებსა და სერთიფიკატებს. ობიექტის ექსპლუატაციაში შესვლის შემდეგ იწყება საგარანტიო დრო.

ჩვენ ვართ იდიალისტები და ლიდერები ამ სფეროში და დამზადების ეტაპები

  • მაძიებლობა, ნოვატორობა, სრულყოფილება
  • ჩვენთვის მნიშვნელოვანია ტოლერანტობა და სოლიდარობა
  • გვსურს ჩვენი წვლილი შევიტანოთ ქვეყნის ეკონომიკის განვითარებაში დასაქმების თვალსაზრისით
  • რესურსების ეფექტური მართვა
  • ტექნოლოგიური შესაძლებლობებით სარგებლობა, გადაწყვეტილების მიღება ცოდნასა და გამოცდილებაზე დაყრდნობით.
  • ქარხნის ფოტოები

    დამზადების დროს მიღებული ფოტოები

    კრასკვის დროს მიღებული ფოტოები

    ტვირთვის დროს გადაღებული ფოტოები

    MONTAJ AŞAMALARI